16:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 13:16:36, 2281 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში სოციალური ქსელის LinkedIn დაბლოკვა დაიწყო

რუსეთში სოციალური ქსელის LinkedIn დაბლოკვა დაიწყო, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, 10 ნოემბერს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ LinkedIn-ის დაბლოკვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად ცნო. 

სასამართლოს ცნობით, სოციალური ქსელი პერსონალური მონაცემების ლოკალიზაციის შესახებ კანონს არღვევს.

მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სოციალური ქსელი აგროვებს და ავრცელებს იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც ქსელის მომხმარებელი არ არის, ეს ყველაფერი კი მათი თანხმობის გარეშე ხდება. გარდა ამისა დეპარტამენტის ცნობით, LinkedIn-მა რუსეთში თავისი სერვერები არ გადაიტანა, რაც ასევე დარღვევაა.

ამასთან, როგორც LinkedIn-ში აცხადებენ, კომპანია არ არის ვალდებული რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში იმუშავოს, რადგან მისი მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებლები პირად მონაცემებს ნებაყოფლობით უთითებენ და რეგისტრაციის დროს ყველა პირობას დეტალურად ეცნობიან.

ცნობისთვის, LinkedIn-ი არის სოციალური ქსელი, რომელიც სამსახურის ძებნისა და სამუშაო კონტაქტების გაცვლისთვისაა შექმნილი. სოციალურ ქსელს 400 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. გამოკითხვების თანახმად სოციალური ქსელი 15 ყველაზე პოპულარულ საიტებს შორისაა. კომპანიის სერვერები კალიფორნიაში არის განთავსებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics