|
2016-11-17 12:50:27, 2267 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნე
ბრაზილიის დედაქალაქში მთავრობის სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილო დემონსტრანტები ნაციონალური კონგრესის შენობაში შეიჭნენ და სხდომათა დარბაზი დაიკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, აქციაში სულ რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს. პოლიცია მათ პარლამენტის შენობიდან გაყვანას ცდილობს. ცნობისთვის, ბრაზილიაში უკვე კვირაზე მეტია აქციის მონაწილეები მთავრობის ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც ყველა სახის სოციალური დახმარების 20 წლით გაყინვას ითვალისწინებს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი მიშელ ტემერის გარდამავალი მთავრობის მიერ ინიციირებული ხარჯების შემცირების გეგმის ნაწილია. კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატამ უკვე დაამტკიცა. საკონსტიტუციო შესწორება ითვალისწინებს მომავალი 20 წლის განმავლობაში ჯანდაცვისა და განთლებს ყველა სახის სოციალური ხარჯის გაყინვას, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით საპენსიო ხარჯების შემცირებას. შეგახსენებთ, რომ მიშელ ტემერის დროებითი მთავრობა მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც მაისში ბრაზილიის პარლამენტმა დილმა რუსეფის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)