16:38 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 14:32:32, 2419 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრანის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და საქართველოში მის ექსტრადირებას ითხოვს, - ამის შესახებ დეპუტატმა ტელეკომპანია TCH-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც რაბინოვიჩმა აღნიშნა, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირების საკითხის განხილვის თხოვნით გენერალურ პროკურატურასა და შსს-ს მიმართა.

ამასთან, მედიის ცნობით, დეპუტატმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თხოვნითაც მიმართა.

“იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილისთვის  მოქალაქეობის მინიჭებისას დაირღვა უკრიანის კანონმდებლობა, მე მოვითხოვე პროცესის კანონის ჩარჩოში დაბრუნება - მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან საერთაშორისო დამნაშავეების გადაცემის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. მოდით, ნუ დავარღვევთ შეთანხმებას, ნუ ვიჩხუბებთ საქართველოსთან ერთი ადამიანის გამო და გადავცეთ ის”, - განაცხადა ვადიმ რაბინოვიჩმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics