|
2016-11-16 13:53:08, 2114 ნახვა
მსოფლიო
ბელგიაში სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის ტელეფონი აღმოაჩინეს
ბელგიაში სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის, ბრაჰიმ აბდესლამის მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, ტელეფონი ბელგის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მაკულატურის ქვეშ იპოვეს. აქამდე მობილური ტელეფონი დაკარგულად ითვლებოდა. ბრაჰიმ აბდესლამი, თავდასხმების ორგანიზატორის სალეჰ აბდესლამის ძმაა. პოლიციამ მას ტელეფონი ჯერ კიდევ პარიზის თავდასხმებამდე 9 თვით ადრე, 2015 წლის თებერვალში ჩამოართვეს. მაშინ ბრაჰიმი ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ჩაატრებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს. როგორც BBC-ი წერს, მოგვიანებით პოლიციამ აღიარა, რომ საქმეში მნიშვნელოვანი სამხილი დაიკარგა. ამასთან, ბრიუსელის პოლიციის ოფიცერმა იოჰან ბერკმანსმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ტელეფონიდან ინფორმაციის გადაწერა მოასწრეს, სანამ მას დაკარგავდნენ. “დანაკარგს გამოძიებაზე გავლენა არ მოუხდენია”, - აღნიშნა ბერკმანსმა. შეგახსენებთ, 2015 წელის 13 ნოემებრს პარიზში მომხდარ თავდასხმებს 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)