12:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 11:35:26, 2296 ნახვა

მსოფლიო
The Telegraph-ი ტრამპის გამარჯვებით შეშფოთებულ ამერიკის მოქალაქეებს კახეთში ემიგრირებას ურჩევს

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ემიგრაციას ურჩევს.

Telegraph-ის რეიტინგში სულ 15 ქვეყანაა მოცემული, მათ შორის საქართველოც.

როგორც მედია საშუალება წერს: "თუ თქვენ სონომაში (ქალაქი კალიფორნიის შტატში) ცხოვრობს, საქართველოში უნდა გადაბარგდეთ. ეს ის Georgia არ გეგონოთ, სადაც ტრამპი გეყოლებათ, საუბარი ქვეყანა Georgia-ზეა".

გამოცემა კალიფორნიის ქალაქში მცხოვრებლებს ურჩევს განსაკუთრებით გეზი კახეთისკენ აიღონ, სადაც აღმოსავლური საჭმელი და ღვინოა.

"იცოდით, რომ საქართველოში ღვინის დაყენება 8 ათას წელს ითვლის? ეს ახალი კალიფორნიაა და თქვენ აუცილებლად უნდა წახვიდეთ იქ", - წერს გამოცემა.

Telegraph-ი ასევე წერს, რომ ვინც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ლონდონი უნდა აირჩიოს საცხოვრებლად, სიეტლის მაცხოვრებლებს გამოცემა ვენას ურჩევს, ლეს ვეგასი - მაკაუ, პალო ალტო - სტოკჰოლმი, ვაშინგტონი - ბრიუსელი, სან ფრანცისკო - სიდნეი, ბოსტონი - დუბლინი, ჩიკაგო - მანჩესტერი, სენტ ლუისი - ბუენოს აირესი, ჰონოლულუ - ოკინავა, ნიუ ორლეანი - ქეიფ თაუნი, ოსტინი - ჰონგ კონგი, დეტროიტი - ჰარბინი, პორტლენდი - ვანკუვერი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics