|
2016-11-10 23:51:15, 2005 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ობამას შეხვდა - „მრავალი საკითხი განვიხილეთ, ზოგი შესანიშნავი, ზოგი - რთული“
მრავალი საკითხი განვიხილეთ, ზოგი შესანიშნავი, ზოგი - რთული, - ამის შესახებ აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. შეხვედრის დასასრულს დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამას კარგი კაცი უწოდა. ბარაქ ობამამ შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და აღნიშნა, რომ საუბარი საკითხების ფართო სპექტრს შეეხო. მისივე თქმით, განიხილეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები. როგორც ობამა აცხადებს, მოხარულია დონალდ ტრამპის სურვილით, ითანამშრომლოს მის ადმინისტრაციასთან აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. "ჩემთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს არჩეული პრრზიდენტისთვის ხელისუფლების წარმატებული გადაბარება წარმოადგენს", - აღნიშნა ობამამ, რომელმაც დასძინა, რომ ტრამპს არსებული მიღწევები გააცნო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპის განცხადებით, ის ბარაქ ობამასთან მომავალ შეხვედრებსაც ელოდება. ცნობისთვის, თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ბარაკ ობამას შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპის მეუღლეს კი, მიშელ ობამამ უმასპინძლა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)