|
2016-11-10 17:55:40, 2092 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპს გამარჯვება ჯიჰადისტებმა მიულოცეს
ტრამპს გამარჯვება ჯიჰადისტებმა მიულოცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ალ-ქაიდას პრეს-სპიკერი ჯაბჰატ ფატაჰ ალ-შამი Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. "ტრამპის გამარჯვება მძიმე დარტყმაა იმათთვის, ვინც დემოკრატიული სისტემის განვითარებას უწყობს ხელს. დღეიდან ჩვენ არ გვჭირდება მედია, რომელიც დასავლეთის მაქინაციების შესახებ ინფორმაციებს ავრცელებს. ჩვენ მხოლოდ ის უნდა გავაკეთოთ, რომ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები გავავრცელოთ", - წერს ალ-ქაიდას პრეს-სპიკერი. ამასთან, ცნობილი ეგვიპტელი ჯიჰადისტი და სასულიერო პირი ტარიქ აბდელ ჰალემი აცხადებს, რომ ტრამპის გამარჯვება მათთვის მოკლევადიან პერსპექტივაში ცუდია. თუმცა მისივე თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივის პირობებში ტრამპის გამარჯვება საკმაოდ კარგია, რადგან ტრამპი ამერიკის შეერტებულ შტატებს "ძირს გამოუთხრის".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)