11:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 12:01:01, 2662 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მედია საშუალებები სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებენ.

ასე მაგალითად, CNN-ის ინფორმაციით, "რესპუბლიკელ" კანდიდატს კოლეგიის 288 ხმა, მაშინ როდესაც მის ოპონენტ ჰილარი კლინტონს 215 ხმა აქვს.

UsaToday-ის მონაცემებით, ტრამპს 276 ხმა აქვს დაგროვილი, ჰილარი კლინტონს კი 218.

Associated Press-ის მონაცემებით, "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონმა კი 218.

Electoral-Vote-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა კოლეგიის 305 ხმა დააგროვა, ხოლო ჰილარი კლინტონმა 229.

ამასთან BBC-ის ცნობით, "რესპუბლიკელ" კანდიდატს 265 ხმა აქვს მოპოვებული, მაშინ როდესაც ჰილარი კლინტონმა 218 ხმა დააგროვა.

ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა რესპუბლიკელების კანდიდატის მხარდამჭერები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics