07:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 10:47:31, 2302 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, - ამის შესახებ სააგენტო AP იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, 00:00 საათზე სააჩევნო უბნები ნიუ-ჰემფშირის დასახლება დიქსვილ ნოტჩში გაიხსნა. ტრადიციულად ამ დასახლებაში არჩევნები ღამით იწყება, შედეგები კი ყველაზე ადრე ხდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ დიქსკვილ ნოტჩი დაახლოებით 10 ადამიანი ცხოვრობს და ის კანადის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

ცნობისთვის, არჩევნების ღამით ჩატარების ტრადიციას 1960 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დასრულდა.

დიქსვილ ნოტჩის გარდა, შუაღამით საარჩევნო უბნები ნიუ-ჰემფშირის კიდევ რამდენიმე სოფელში იხსნება.

შტატის კანონმდებლობა უფლებას აძლევს სოფლებსა და ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანს არ აღემატება, გახსნან საარჩევნო უბნები შუაღამეს და დახურონ ისინი მას შემდეგ, რაც არჩევნების რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 100% მიიღებს მონაწილეობას.

ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლთ ნაწილში საარჩვენო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება. ყველაზე გვიან საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ალიასკისა და ჰავაის კუნძულების მოსახლება შეძლებს.

აშშ-ის მოქალაქეები ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ.

სხვადასხვა ამერიკული მედიის ცნობით, პირველადი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ თუ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი არჩევნებზე ხმატა უმრავლესობას მოიპოვებს და მას კოლეგია აირჩევს, ის ამერიკის შეერთბული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics