07:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 19:11:28, 2058 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო 137 აკადემიკოსის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო 137 აკადემიკოსის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს. 

როგორც მედია საშუალება წერს, 31 აკადემიკოსი უკვე დაკავებულია, 22-მა კი თურქეთი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში თურქეთის ხელისუფლებამ წინასწარი პატიმრობა 37 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. 

სამსახურიდან 100 ათასზე მეტი საჯარო მოხელე, მოსამართლე, პროკურორი, სამართალდამცველი და სამხედრო გაათავისუფლეს. გასულ შაბათ კვირას ხელისუფლებამ კიდევ 10 ათასი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ექიმი, აკადემიკოსი და მასწავლებელი. 

​ივლისში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ანკარა აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. თავად გიულენი ამბოხთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics