23:59 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 17:44:51, 443 ნახვა

პოლიტიკა
რუმინეთი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებას“ არ აღიარებს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. „ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის სოკუპაციო რეჟიმს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” არ აღიარებს.

ამასთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც ხელი მოეწერა ამ ე.წ.  „ხელშეკრულებას“ და ხაზს უსვამს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები  საქართველოს შემადგენელი ნაწილებია, არც ერთი ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და რომელიმე სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის არ შეიძლება კანონიერად აღიარებული იქნეს.

 „რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერა დამატებით რისკებს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში არსებული გაჭინაურებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის სოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულებას 18 მარტს ქ. მოსკოვში მოეწერა ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics