|
2015-03-19 16:58:51, 446 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: საქართველოს მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა შეინარჩუნოს
ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ სირთულის მიუხედავად, ჟენევის მოლაპარაკებები უნდა შენარჩუნდეს. როგორც აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოს იმის მიუხედავად, თუ რამდენად ართულებს და ძაბავს რუსეთი ამ მოლაპარაკებებს. "რთულია ჟენევაში მოლაპარაკება, მაგრამ რაც ჩვენ ვიცით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მოლაპარაკებები უნდა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს იმის მიუხედავად, თუ რამდენად ართულებს და ძაბავს რუსეთი მოლაპარაკებებს და ფონს მოლაპარაკებებისთვის.ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეაა, ვინაიდან ეს მოლაპარაკებების არხია. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. შეგახსენებთ, 17-18 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდი გაიმართა. "მოლაპარაკებები ჩატარდა რთულ ვითარებაში, როდესაც მოსკოვში ხელი ეწერებოდა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას. ეს გულისხმობს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას და პირდაპირ კავშირშია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ყველა მთავარ საკითხთან როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის შერჩევა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო მედიატორების შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების ერთადერთი ფორმატის დისკრედიტაციასა და ჟენევის რაუნდის ჩაშლას",-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი 32-ე რაუნდი გაიმართება 2015 წლის 30 ივნისს - 1 ივლისს.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)