09:37 - 16 Apr, 2026
|
2016-10-28 15:42:08, 2120 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორი ტერორისტი მოკლეს
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორი ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ სააგენტო Trend-ი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, 27 ოქტომბერს ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია ორი, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. მედიის ცნობით, უწყებამ მიიღო ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის შესახებ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა სხვა ქვეყნებში შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ტერორისტულ დაჯგუფებებთან. Trend-ის ინფორმაციით, დაჯგუფება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავდასხმებს გეგმავდა. ამასთან, ტერორისტებს ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩნდათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)