13:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 11:49:16, 1886 ნახვა

მსოფლიო
11 ოქტომბრიდან, სირიაში დარტყმები 5 სკოლაზე განხორციელდა

მიმდინარე წლის 11 ოქტომბრიდან სირიაში ავიადარტყმები 5 სკოლაზე განხორციელდა, აქედან 2 სკოლას ცეცხლი 27 ოქტომბერს გაუხსნეს, - ამის შესახებ BBC Unicef-ის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი ლეიკზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიაში ავიაიერიშების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.

ამასთან, Unicef-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ის სირიაში სკოლების დაბომბვით აღშფოთებულია და ასეთ ფაქტებს გმობს.

"ქალაქ დუმაში და დასავლეთ ალეპოში სკოლების მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ჩვენ აღშფოთებას და რისხვას აძლიერებს. თუ ამის ჩამდენი პირები ვერ პულობენ საკუთარ თავში ჰუმანიზმს, მათ საერთაშორისო გმობა უნდა იგრძნონ", - განაცხადა ლეიკმა.

მედია საშუალების ცნობით, 5 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, წლევანდელი ზამთარი სირიისთვის შესაძლოა ყველაზე მძიმე აღმოჩნდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ალეპოს რაიონში სკოლაზე ჭურვისა და გაზის ბალონის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა10 ბავშვი. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, სკოლის მისამართით ცეცხლი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ალეპოდან გახსნეს.

Unicef-ის ინფორმაციით, სირიაში იდლიბის პროვინციაში სკოლაზე ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი გარდაიცვალა.

რუსული მხარის მტკიცებით, რუსული უპილოტო აპარატის მიერ ჩატარებულმა აეროგადაღებამ სკოლაზე ავიდარტყმების ნიშნები ვერ აღმოაჩინა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიადარტყმის ამსახველი კადრებს გაყალბებული უწოდა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი თავდასხმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

"თუ ეს შეგნებული ნაბიჯი იყო, ამის შეფასება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანაშაულის", - განაცხადა ბან კი მუნმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics