15:12 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 18:29:10, 327 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ზუგდიდში აქციის დარბევაში თავისი სიმამრის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში თავისი  სიმამრის  მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს   და აცხადებს, რომ ის  იმ დროს თანამშრომლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. იზორიას განმარტებით, მისმა სიმამრმა ინციდენტამდე მხოლოდ  მშვიდობიან მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, რისი კონსტიტუციური უფლებაც მას ჰქონდა.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე "რუსთავი2"-ს აკრიტიკებს და მას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
„მინდა ჩემი აღშფოთება გამოვხატო „რუსთავი 2“-ის გადაცემის ერთ-ერთი ანონსის გამო, სადაც ჟურნალისტი სვამს კონკრეტულ კითხვას, თუ ვინ არის სისხლიანი დარბევის ორგანიზატორი და შემსრულებელი, და იქვე მოჰყავს ერთ-ერთი ქალბატონის პასუხი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩემი სიმამრი მონაწილეობდა ამ სისხლიან დარბევაში.
აღშფოთება იმას უკავშირდება, რომ ჩვენ საჯაროდ გუშინ, დღესაც  გავაჟღერეთ და კატეგორიულად უარვყავით ამ შემთხვევაში ბატონი გია მანჯგალაძის მონაწილეობა ამ ინციდენტში. ფიზიკურად იქ არ იმყოფებოდა ეს ადამიანი და ამის შესაძლებლობა ამ გადაცემის ავტორს, ანუ მეორე მხარისთვის შესაძლებლობა უნდა მიეცა, რათა საწინააღმდეგო აზრი დაფიქსირებულიყო. მით უფრო საავტორო გადაცემას ეს განსაკუთრებით სჭირდება, რათა ავტორს მიუკერძოებლობა და ცალმხრივობა არ დაბრალდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი ინფორმაციის მიწოდებამ, თანაც მცდარი ინფორმაციის, იმის ფონზე, როდესაც ეს ინფორმაცია საჯაროდ გაბათილებულია, მართლაც რომ დიდ კითხვებს ტოვებს და აჩენს საერთოდ აი ასეთი გადაცემის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
კონკრეტულად კი იმ ბრალდებას, რომ ის, ამ შემთხვევაში ჩემი სიმამრი, იმყოფებოდა ინციდენტის ადგილზე, არის აბსოლუტური ტყუილი. ის გახლდათ ამ დროს ერთ-ერთი თანამშრომლის მამის გასვენებაზე სხვა თანამშრომლებთან ერთად. თუმცა მანამდე მიიღო მონაწილეობა მშვიდობიან მსვლელობაში, არავითარი აგრესიული ხასიათი ამ მსვლელობას არ ჰქონია და ეს იყო მისი კონსტიტუციური უფლება და მათ შორის, ეს უფლება აქვს ჩემს ნათესავსაც, როგორც გამგეობის თანამშრომელსაც. კანონი ასეთ შესაძლებლობას, თვითგამოხატვის ასეთ ფორმას არავის არ უზღუდავს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics