03:30 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 18:25:39, 921 ნახვა

სპორტი
ირაკლი ღარიბაშვილი მძიმე შინაარსის ფილმის ჩვენებაზე დაბალი კლასების მოსწავლეების დასწრებას არ მიესალმება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში  მძიმე შინაარსის  ფილმის ჩვენებაზე  სკოლის მოსწავლეთა დასწრებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ფაქტს არ მიესალმება. თუმცა, ამავე დროს ირაკლი ღარიბაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა,  ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო.

"დარბაზებში დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას არ მივესალმები, მაგრამ როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია, „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიყვანა მოხდა. დღეს აღარ გვჭირდება ზედმეტი ემოციები და აგრესიები, აღარ გჭირდება პროვოკაციები. ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  სამეგრელოში  არასამთავრობო ორგანიზაციის „ყველა თაობა საქართველოსთვის” მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეთა დასწრების ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის,  ხობის და ფოთის რესურსცენტრების და  სკოლების ინსპქეტირება დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics