17:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 15:12:41, 2723 ნახვა

მსოფლიო
Die Zeit: გიულენის ასობით მხარდამჭერმა გერმანიას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართა

მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ასობით მხარდამჭერმა გერმანიას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Die Zeit-ი  ბერლინში არსებულ ფონდზე “დიალოგი და განვითარება” დაყრნდობით ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გერმანიაში გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული სკოლები მოსწავლეების რიცხვის შემცირებას უჩივიან. მაგალითად, შტუტგარტში მდებარე ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულებიდან მშობლებმა 65 ბავშვი გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics