23:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 14:30:06, 1845 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი მოსახლეობას დაპირდა, რომ ხელისუფლება კალეს მიგრანტთა ბანაკს მთლიანად დაშლის

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მოსახლეობას დაპირდა, რომ ხელისუფლება კალეს მიგრანტთა ბანაკს მთლიანად  დაშლის, - ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა კალეს პორტში ვიზიტისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ოლანდმა ასევე მოუწოდა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას, კრიზისის დარეგულირებაში თავისი როლი შეასრულოს. საფრანგეთის ლიდერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ეს მას საფრანგეთის მიმართ ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს.

კალე დიდ ბრიტანეთთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია კონტინენტზე. კალეში მდებარეობს საფრანგეთისა და ბრიტანეთის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გვირაბის ტერმინალი.

კალეს მიგრანტთა ბანაკში, რომელიც ცნობილია სახელწოდებით  “ჯუნგლი”, 10 ათასამდე არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს. ბევრი მათგანი საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლას ცდილობს.

კალეში  ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტი პორტის ადმინისტრაციას და ადგილობრივ პოლიტიკოსებს შეხვდა.

2016 წლის თებერვალში საფრანგეთის ხელისუფლებამ ბანაკის სამხრეთი ნაწილი დაშალა, თუმცა ბანაკში მცხოვრები მიგრანტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics