2016-09-09 09:44:44, 2689 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას, 410 მომხრე 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.
აშშ-ის კონგრესი რუსეთს მოუწოდებს გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან