2016-09-06 16:13:33, 2342 ნახვა
მსოფლიო
CNN: კვლევის თანახმად, ტრამპს გამოკითხულთა 45 %-ი უჭერს მხარს, ჰილარი კლინტონს კი 43%
ტელეკომპანია CNN-ი ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 45 %-ი უჭერს მხარს, ჰილარი კლინტონს კი რესპონდენტების 43% ემხრობა.
CNN-ისა და კვლევითი კომპანიის ORC-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლებერტარიანული პარტიის კანდიდატს გერი ჯონსონს 7%-იანი რეიტინგი აქვს, “მწვანეთა პარტიის” კანდიდატს ჯილ სტეინს კი გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი უჭერს მხარს.
ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან