19:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 18:32:45, 2017 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის

რუსეთი აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჰუანჩჟოუში "დიდი ოცეულის" სამიტის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ უსაფრთხოების სფეროსა და სხვა საკითხებში რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ შეხვედრაზე ობამასთან "ურთიერთგაგების მიღწევა" გახდა შესაძლებელი.

"დღევანდელი მდგომარეობა ნორმალური არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ურთიერთობების სრული ფორმატით აღდგენას", -აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის ლიდერის თქმით, ურთიერთობების აღდგენისთვის აშშ-მა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით.

პუტინი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი კომპრომისისკენ უნდა ისწრაფოდეს. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსკოვისა და ვაშინგრონის პოზიციები სირიის კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად დაახლოვდა.

"ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები ვინმეს მიზნებში ასი პროცენტით და საბოლოოდ, თუმცა სირიის საკითხზე ჩვენ გვაქვს დიალოგი როგორც თურქ, ისე ამერიკელ პარტნიორებთან", - განაცხადა პუტინმა.

ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში გაიმართა. მოლაპარაკებები დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა.

მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინის კრიზისი და სირიის კონფლიქტი იყო. როგორც მოგვიანებით ბარაკ ობამამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის პრეზიდნეტთან შეხვედრა იყო კონსტუქციული, თუმცა არა დასკვნითი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics