2016-08-29 17:37:17, 2149 ნახვა
მსოფლიო
უზბეკეთის პრეზიდენტი რეანიმაციაში იმყოფება
უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი სრულ სამედიცინო გამოკვლევას საჭიროებს, - ამის შესახებ BBC უზბეკეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისლამ კარიმოვი რეანიმაციაშია განთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისი ქალიშვილის ინფორმაციით, კირიმოვს ინსულტის დიაგნოზი დაუდგინეს.
ცნობისთვის, უზბეკეთის პრეზიდენტის, 78 წლის ისლამ კარიმოვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია 28 აგვისტოს გავრცელდა.
ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1990 წლის მარტიდან მართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან