2016-08-29 17:13:45, 1994 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში, ლვოვის მახლობლად Mercedes-ის მარკის ავტომობილი აფეთქდა
უკრაინაში, ლვოვის მახლობლად Mercedes-ის მარკის ავტომობილი აფეთქდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
როგორც მედია საშუალება სამარტალდამცველებზე დაყრდნობით წერს, ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 1 ადამიანი კი დაშავდა.
სამართალდამცველების მონაცემებით, აფეთქების შემდეგ უცნობმა პირებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებული მგზავრი ჰოსპიტალიზებულია.
ცნობისთვის, ინციდენტი ლვოვის ოლქის პუსტომუტოვის რაინში დილით მოხდა.
ავტომობილი ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიას ეკუთვნოდა.
წინასწარი ცნობით, გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან