2015-03-10 12:21:19, 331 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ცალკეული მიწვევები ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია
დედაქალაის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საკრებულოში ცალკეული მიწვევა მისთვის პრინციპულად მიუღებელია.
ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას არ იღებს და არც ფრაქციის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.
„გუშინ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, აპრილში წარვდგები თბილისის საკრებულოს წინაშე. ამიტომ ასეთი მიწვევები ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. როცა მივალ თბილისის საკრებულოში, ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარება დაგვხვდა, რა გავაკეთეთ და რა გეგმები გვაქვს 2015 წელის განმავლობაში“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან