2016-08-25 20:14:37, 1643 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის შს მინისტრმა ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ქურთ ამბოხებულებს დააკისრა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ქურთ ამბოხებულებს დააკისრა.
ქემალ ქილიჩდაროღლუზე თავდასხმა დღეს, 25 აგვისტოს, ართვინის პროვინციაში განხორციელდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კორტეჟს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც დაცვის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. დაშავებულია სამი სამხედრო. თავად ქილიჩდაროღლუ და მისი თანაშემწეები არ დაშავებულან.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, თავდასხმა “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მებრძოლებმა განახორციელეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან