2015-03-07 14:36:31, 843 ნახვა
მსოფლიო
ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭმიტანილი ორი პირი დააკავეს
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭმიტანილი ორი პირი დააკავა.
ამის შესახებ სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა.
„გამოძიების შედეგად დადგინდა ორი ეჭვმიტანილის ვინაობა. ესენი არიან ანზორ კუბაშევი და ზაურ დადაევი“, - აღნიშნა ბორტნიკოვმა.
მისივე თქმით, ორივე ეჭვმიტანილი ჩეჩნეთის მკვიდრია.
შეგხსენებთ, რომ 27 თებერვალს, რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მას ექსვი ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან