2016-08-04 18:56:53, 1951 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის დაკავების ორდერი გასცა
სტამბოლის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ახალი ამბების სააგენტო ANADOLU ავრცელებს.
თურქეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს - ფეთჰულა გიულენს სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში ადანაშულებს.
შეგახსენებთ, გასულ თვეში გიულენის ოჯახის წევრიც დააკავეს და მას „ხალხის ხინჯი“ უწოდეს.
პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გიულენის მხარდაჭერად დასავლურ პოლიტიკურ სამყაროს ასახელებს და მას ტერორიზმის ხელშემწყობს უწოდებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან