12:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 11:25:32, 390 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

კოალიცია „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დაგეგმილია მიმდინარე პოლიტიკური საკითხების განხილვა, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხი.

მისივე თქმით, სხდომაზე ეროვნული ვალუტის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრებენ.

„შევაჯამებთ რაც იყო ამ ხნის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი თამარ კორძაიას და სხვა დეპუტატების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ მომზადებული პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა. მომავალზეც ვიმსჯელებთ. 18-20 მარტის სხდომები იქნება მნიშვნელოვანი, ბევრი საკადრო საკითხი არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანსიები ჩნდება პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარეების, ამ თემებზე ჩვენ ერთმანეთს აზრებს გავუცვლით“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics