2016-08-03 16:41:31, 1831 ნახვა
მსოფლიო
დუბაის აეროპორტში ავიაკომპანია Emirates-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
დუბაის აეროპორტში ავიაკომპანია Emirates-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, შემდეგ კი, ცეცლხი გაუჩნდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, 275 მგზავრისა და ეკიპაჟის ყველა წევრის ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბოინგი 777 ინდოეთის ქალაქ ტრივანდრუდან დუბაიში მიფრინავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან