02:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 14:18:14, 1897 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის ტელეკომპანია ANS-ს ლიცენზია გაუუქმეს

აზერბაიჯანის ტელე-რადიო მაუწყებლობის ნაციონალურმა საბჭომ ტელეკომპანია ANS-ს ლიცენზია გაუუქმა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, ორი კვირის წინ საბჭომ ტელეკომპანიის მაუწყებლობა ერთი თვით შეაჩერა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ტელეკომპანია ტერორიზმის ღია პროპაგანდასა და საბოტაჟს ეწეოდა, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაუარესებისკენაა მიმართული.

აზერბაიჯანის ხელისუფლების უკმაყოფილება ANS-ს მიერ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გაშუქებამ გამოიწვია.

“სამწუხაროდ, ANS-მ დაიკავა პოზიცია, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანელი და თურქი ერების სტრატეგიული პარტნიორობისა და ძმობის ურთიერთობებს, აწარმოებდა პროპაგანდას, რომელიც მიმართული იყო თურქეთის სახელმწიფოსა და მთავრობის წინააღმდეგ, მხარდაჭერა აღმოუჩინა ფეთჰულა გიულენსა და მის მომხრეებს, რომლებიც სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორები იყვნენ, რასაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა”, - ნათქვამია აზერბაიჯანის ტელე-რადიო მაუწყებლობის ნაციონალრი საბჭოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია ANS (Azerbaijani News Service) 1991 წელს შეიქმნა. ANS აზერბაიჯანში პირველი დამოუკიდებელი ტელეარხი იყო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics