01:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 16:39:01, 346 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი ოპოზიციას სიზმარშიც არ უნახავს

ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი პოლიტიკურ ოპოზიციას სიზმარშიც არ უნახავს,-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. მინისტრის მტკიცებით, ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია, შესრულდება.
"მინდა კომენტარი გავაკეთო 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, რეკორდულად მაღალია ეს მაჩვენებელი, საქართველოს ყველა წელთან შედარებით, მათ შორის 2014 წელთან შედარებითაც, მათ შორის ინფრასტრუქტტურული პროექტების ნაწილში არის გადაჭარბება, ორჯერ მეტია, ვიდრე შარშან. ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა არასოდეს, სიზმარშიც არ უნახია პოლიტიკურ ოპოზიციას. მინდა ყველა დავარწმუნო, დავამშვიდო, რომ ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია, იგეგმება, შესრულდება. მიუხედავად იმისა, ამ წუთას რა მდგომარეობაა.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგეგმავთ ბიუჯეტში შევამციროთ მიმდინარე ხარჯები, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეეხება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ ხარჯებს",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics