02:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 16:10:17, 1598 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე უარი თქვა, - ამის შესახებ BBC პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეიზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო ყოველ 6 თვეში წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით იცვლება.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2017 წლის მეორე ნახევრიდან უნდა გამხდარიყო. ტერეზა მეის თქმით, აღნიშნულ პერიოდში მისი მთავრობა დაკავებული იქნება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკებებით.

19 ივლისს დიდი ბრიტანეთის მთავრობის იურისტმა ჯეისონ კოპელმა განაცხადა, რომ ლონდონი 2016 წლის ბოლომდე ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლს არ აამოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარის, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics