13:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 03:52:18, 1414 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულა გიულენის ხარდამჭერებს ადანაშაულებს

თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მუსულმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს, - ამის შესახებ CNN Turk-ი თურქეთის იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.

მინისტრის თქმით, სახელწმიფო გადატრიალების მცდელობა გიულენის მოძრაობა "ხიზმეტის" ორგანიზბეულია.

ამასთან, CNN Turk-ის ეთერში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენების უკან “პარალელური სტრუქტურები” დგანან.

ანკარაში მიიჩნევენ, რომ გიულენი თურქეთში "ჩრდილოვან მთავრობას ქმნის, რისთვისაც მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობა "ხიზმეტს" იყენებს.

ცნობისთვის, თურქეთის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის დაკავების ორდერი 2014 წლის დეკემბერში გასცა. მალევე თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ კრიტიკოსთან კავშირში ეჭვმიტანილი ასობით სამხედრო და პოლიციის ოფიცერი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანია გარდაცვლილი. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics