15:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 03:38:42, 1443 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 4 სამხედრო დააკავა

სტამბოლის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ოთხი სამხედრო დააკავა, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.

მედიის ინფორმაციით, თურქეთის უმსხვილეს ქალაქში უსაფრთხოების დამატებითი ძალებია გაგზავნილი.

ამასთან, სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია. 

თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.  გიულენის მომხრეები ბრალდებებს უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება. 

თურქეთში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics