17:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 14:36:50, 1499 ნახვა

მსოფლიო
თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია

თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია, - ამის შესახებ Nice Matin იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მუჰამედ ბუჰლელი ადგილობრივი მცხოვრები იყო. ამჟამად სამართალდამცველები მის სახლში ჩხრეკას ატარებენ.

Reuters-ის ცნობით, თავდასხმელი პოლიციისთვის ცნობილი იყო წვრილმანი დანაშაულისთვის, თუმცა ტერორისტებთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა, ამიტომ ის სპეცსამსახურებს აღრიცხვაზე აყვანილი არ იყო.

მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელი პოლიციამ ორმხრივი სროლის დროს მოკლა.

როგორც ფრანგული მედია წერს, თავდამსხმელი წარმოშიბით ტუნისელი 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. აღსანიშნავია, რომ პოლიციას ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა.

ინციდენტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics