15:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 12:49:16, 1322 ნახვა

მსოფლიო
ადენში ორმაგი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა

იემენის ქალაქ ადენში ორმაგი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქება საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. 

სამართალდამცველების ცნობით, ტერორისტებმა ერთი ავტომანქანა სამხედრო ბაზის შესასვლელტან ააფეთქეს, ხოლო მეორე უშუალოდ სამხედროების ტერიტორიეზე. 

წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი იემენში 2014 წლიდან გრძელდება. ერთმანეთს მეამბოხეთა ორი ჯგუფი ებრძვის. ნაწილი მხარს ქვეყნის ექს-პრეზიდენტს უჭერს, მეორე კი მოქმედ პრეზიდენტს აბდ რაბუ მანსურუ ჰადის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics