|
2016-07-04 12:50:26, 1217 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში აფეთქების შედეგად 165 ადამიანი გარდაიცვალა, 255 კი, მძიმედ დაშავდა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ორმაგი აფეთქების შედეგად 165 ადამიანი გარდაიცვალა, 255 კი, მძიმედ დაშავდა, - ამის შესახბე ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. BBC-ს ცნობით, აფეთქებები ერაყის დედაქალაქში ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილები შენობების ნანგრევებშიც არიან ჩარჩენილები. თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა. ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალაბადის ინფორმაციით, მომხდარის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, ბაღდადში თავდასხმების სერია მას შემდეგ გახშირდა, რაც ერაყის არმიამ ქალაქები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გაათავისუფლა. ბოლო დღეების განმავლობაში ერაყის სამთავრობო არმიამ ტერორისტებისგან სამი სოფელი გაათავისუფლა,.. ოპერაციის შედეგად 29 მებრძოლი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)