17:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 18:16:26, 340 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: დავით საგანელიძე ჩვენ გვჭირდება

პარლამენტში ფარქცია "ქართული ოცნების" სხდომა მიმდინარეობს. მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე არ ესწრება. ის სამსახურებრივი მივლინებით თურქეთში იმყოფება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, დეპუტატები ამას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საგანელიძის სამომავლო გეგმებზე მათთვის ცნობილი არაფერია. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ საგანელიძე პარლამენტიდან წასვლის თაობაზე დიდი ხანია საუბროდბდა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეპუტატის მანდატს ის  უახლოეს დღეებში დატოვებს.

"დათოს სურვილის  თუ  თავისი მომავლის თაობაზე არავისთვის უთქვამს.
და ეს არ არის დღეს, ხვალ,  ზეგ, ან შემდეგ კვირებში დაგეგმილი. მე როგორც ვიცი, ის უახლოეს დღეებში არ აპირებს ასეთ გადაწყვეტილებას, თუმცა დიდი ხანია  ამ თემაზე საუბრობს. დათო ჩვენ გვჭირდება",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, მანანა კობახიძის ინფორმაციით, დავით საგანელიძის გადაწყვეტილების შესახებ არანაირ ფორმატში არ უმსჯელიათ.

"არსად არც ერთ ფორმატში არ გადაწყვეტილა, რომ დავითი დღეს პარლამენტიდან  მიდის,  ან უმრავლესობის ლიდერობას ტოვებს",-აღნიშნა მანანა კობახიძემ.

"პირველად თ ქვენგან მესმის, ასეთი ხმები ერთი წლის წინ გავრცელდა, მაგრამ შემდეგ არ დადასტურდა. ამიტომ გირჩევთ გადაამოწმეთ საგანელიძესთან",-განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგანელიძის მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვების გადაწყვეტილება შესაძლოა ზაქარია ქუცნაშვილთან უთანხომებას უკავშირდებოდეს, ქუცნაშვილი მედიასთან ამ თემაზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ საგანელიძე გადაწყვეტილების მიზეზებს თავად განმარტავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics