11:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 11:13:16, 1236 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი ათათურქის აეროპორტზე თავდასხმას გმობს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენებრგი თურქეთში განხორციელებულ ტერაქტებს გმობს, - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს მოკავშირეები თურქეთს სოლიდარობას უცხადებენ.

“მე მკაცრად ვგმობ საშინელ თავდასხმებს სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე. ჩემი ფიქრები გარდაცვლილთა ოჯახებთან, დაშავებულებთან და თურქეთის მოსახლეობასთანაა. ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ნატო-ს მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ თურქეთს და ერთიანნი არიან გადაწყვეტილებაში, ებრძოლონ ყველა ფორმის ტერორიზმს”, - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.

მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics