|
2016-06-24 14:41:04, 1364 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა 5-7 წელიწადს გაგრძელდება
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა 5-7 წელიწადს გაგრძელდება. BBC-ს ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს ბევრი სამართლებრივი აქტის და ტექნიკური სტანდარტის შეცვლა მოუწევს. „გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი ეკონომიკურად უფრო სუსტი გახდება და მისი ეკონომიკა ტრანსფრმაციულ შოკს განიცდის, რადგან ბევრ ისეთ ბარიერს გადააწყდება, რომელიც მანამდე არ იყო. სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენიმე პროცენტით შემცირდება. პრობლემები შეეხება სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას, თუმცა არა საქონელსა და მომსახურებას. ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობაზე „ბრექსითი“ არანაირად არ აისახება, თუმცა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ურითერთობა, რა თქმა უნდა ნეგატიურ ტენდენციას განიცდის. მიუხედავად „ბრექსითისა“ ევროკავშირის და ბრიტანეთის ურთიერთობა მაინც ღრმა და ყოველისმომცველი დარჩება“, - წერს BBC. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)