|
2016-06-17 23:11:05, 1341 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის უარი რუსეთს - რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები რუსი მძლეოსნების გარეშე ჩაივლის
რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები რუსი მძლეოსნების გარეშე ჩაივლის - მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საგანგებო სხდომამ არ დააკმაყოფილა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მოთხოვნა და დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა. განჩინების მიხედვით, ოლიმპიადაზე გამოსვლას მხოლოდ ის სპორტსმენები შეძლებენ, რომელიც საკუთარი უდანაშაოლობის დამტკიცებას შეძლებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, მათ ოლიმპიადაზე ასპარეზობა არა რუსეთის არამედ ნეიტრალური სპორტსმენის სახელით მოუწევთ. ცნობისთვის, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსი მძლეოსნები 2015 წლის ნოემბერში აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში ამხილა, რასაც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მოკვეთა მოჰყვა. საეთაშორისო ორგანიზაციის წევრის სტატუსის აღსადგენად რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას, რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს, თუმცა ჩატარებული სამუშაოები საკმარისი არ აღმოჩნდა. 21 ივნისს კი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც შესაძლოა, რიოს ოლიმპიადაზე მძლეოსნების ინდივიდუალურად დაშვებაზე იმსჯელონ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)