17:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 17:53:23, 1250 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: "აშშ - დიდებული "დერჟავაა"

რუსეთის პრეზიდენტი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე რამდენჯერმე შეეხო აშშ-ის თემას. ვლადიმერ პუტინმა ამერიკაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი, რუსეთი და აშშ ნებისმიერ შემთხვევაში ითანამშრომლებენ.

პუტინმა აშშ-ის არჩევნების წესი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანის საარჩევნო კომისიამ ორჯერ აირჩია პრეზიდენტი, რომლის უკანაც რეალურად უმცირესობა იდგა და არა, უმრავლესობა.

"პროკურორები საარჩევნო უბნებიდან ყრიან ამომრჩევლებს, აშინებენ და ციხით ემუქრებიან. მაგრამ, ეს მათი პრობლემაა, როგორც ჩანს, ასე მოსწონს ამერიკელ ხალხს. აშშ - დიდებული "დერჟავა", "სუპერდერჟავაა" და ჩვენ მასთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ", - განაცხადა რუსეთის პირველმა პირმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს სჭირდება ისეთი სახლმწიფოს არსებობა, როგორიც აშშ-ია, მაგრამ მას, არასოდეს მისცემს უფლებას, ჩაერიოს მის შიდა საქმეებში და გადაუწყვიტოს რუს ხალხს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics