18:04 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 19:23:52, 1191 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის სასამართლომ 3 რუს გულშემატკივარს არეულობაში მონაწილეობისთვის 1-დან 2.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საფრანგეთის სასამართლომ 3 რუს გულშემატკივარს მარსელსი არეულობაში მონაწილეობისთვის 1-დან 2.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

როგორც მედია საშუალება წერს, ნიკოლაი მოროზოვს, ალექსეი იერუნოვსა და სერგეი გორბაჩოვს 12, 18 და 24 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღნიშნული პირები, სამართალდამცველებმა 14 ივნისს დააკავეს. ისინი იმ 43 გულშემატკივარს შორის იყვნენ, რომლებიც არეულობაში მონაწილეობდნენ. 

ამასთან, საფრანგეთის ხელისუფებამ ქვეყნიდან რუსი გულშემატკივრების გაერთიანების ხელმძღვანელი ალექსანდრ შპრიგინი გააძევა. მასთან ერთად საფრანგეთიდან რუსეთის კიდევ 20 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.

ცნობისთვის, რუსი გულშემატკივრების დაკავების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის ელჩი დაიბარეს და მას პროტესტი გამოუცხადეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, არკადი დვორკოვიჩის თქმით, რუსული მხარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის “შავ სიას” ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ მარსელში ფეხბურთის ინგლისელ და რუს გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics