08:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 12:55:06, 1310 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის შს მინისტრი: გერმანიაში ტერაქტების საფრთხე გაიზარდა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მეზიერის განცხადებით, გერმანიაში ტერაქტების საფრთხე გაიზარდა, - ამის შესახებ Rheinische Post წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მინისტრი მოსახლეობას ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არა მხოლოდ ერთეულ ტერაქტებისთვის, არამედ თავდასხმების ისეთი სერიებისთვის, როგორიც განხორციელდა პარიზში, ასევე საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული ტერაქტებისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, დე მეზიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობამ ყურადღება უნდა გამოიჩინოს, როდესაც საქმე ოჯახის წევრების, მეზობლებისა ან მეგობრების რადიკალიზაციას ეხება.

“ეს უნდა გახდეს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი. ხელისუფლებისთვის მიწოდებული ამგვარი ინფორმაცია აუცილებელია ტერაქტების აღსაკვეთად”, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics