2016-06-14 12:46:12, 1381 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში უცნობმა მამაკაცმა ბავშვთა მოედანზე ცეცხლი გახსნა
ნიუ-იორკში უცნობმა მამაკაცმა ბავშვთა გასართობ მოედანზე ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ ABC News იუწყება.
როგორც მედია საშუალება იტყობინება, სროლის შედეგად ხუთი ადამიანია დაშავებული. წინასწარი ინფორმაციით, მათი ასაკი 15-დან 18 წლამდეა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტი ბრუკლინის რაიონში მოხდა.
მოხმდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან