05:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 12:54:57, 1157 ნახვა

მსოფლიო
ლიბიელმა სამხედროებმა ქალაქ სირტეს პორტზე კონტროლი აღადგინეს

ლიბიელსი სამთავრობო ძალებმა, ქალაქ სირტეს პორტზე კონტროლი აღადგინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქ სირტში პორტს აკონტროლებდა, თუმცა სამთავრობო ძალებმა პორტზე კონტროლი დაიბრუნეს.

როგორც BBC წერს, ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაჯგუფების ლიდერებმა უკან დაიხიეს და სირტე დატოვეს, თუმცა მებრძოლების ნაწილი ამ დრომდე ქალაქის ცენტრში ბლოკირებული რჩება.

ცნობისთვის, „ისლამური სახელმწიფო“ ლიბიის ყოფილი პრეზიდენტის, მუამარ კადაფის, მშობლიურ ქალაქს ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკონტროლებდა. მის ასაღებად შეტევა კი სამთავრობო ძალებმა გასულ თვეს დაიწყეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის Human Right Watch-ის ინფორმაციით, „ისლამურმა სახელწმიფომ“ ქალაქ სირტაში ათობით ადამიანი შპიონაჟში ბრალდებით მოკლა.

არსანიშნავია, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ლიბიის კონტროლი 2011 წელს სამოქალაქო ომის დროს დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics