01:26 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 13:33:14, 848 ნახვა

ეკონომიკა
„თიბის ბანკი“ ლარის გაუფასურებით დაზარალებულ მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობს

„თიბის ბანკი“ ლარის გაუფასურებით დაზარალებულ მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ბანკის მიერ მოხდა რისკების სისტემური ანალიზი და შესაბამისი ცვლილებები შევიდა როგორც ახალი სესხების დამტკიცების პროცედურაში, ისე არსებული მსესხებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

თითოეული მსესხებლის მდგომარეობას ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს და  მათზე  მორგებულ შეღავათიან პირობებს შესთავაზებს. შეღავათი  გულისხმობს სესხის ვადის გაზრდას ისე, რომ მსესხებელს  ის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეუნარჩუნდეს, რაც  ლარის გაუფასურებამდე ჰქონდა (1.75 კურსის დროს).
 
შეღავათები შეეხება: მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო შემოსავალი ლარში და ლარის გაუფასურების გამო ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გაეზარდათ; მომხმარებლებს, რომლებსაც სესხიც და შემოსავალიც ლარში აქვთ, მაგრამ, ლარის გაუფასურების შედეგად, სხვადასხვა მიზეზის გამო,  შემოსავალი შეუმცირდათ (მეიჯარემ შეუმცირა ქირა, შემცირდა ბიზნეს შემოსავლები).

ბანკის წარმომადგენლები  თითოეულ შემთხვევას  ინდივიდუალურად განიხილავენ, შეისწავლიან მათ შემოსავლებს  და ახალ გრაფიკს დაუდგენენ.
მომხმარებლის მდგომარეობიდან გამომდინარე პროლონგაცია შესაძლებელია მოხდეს ორგვარად: ა) სესხი დარჩეს იმავე ვალუტაში, რაშიც იყო - ამ შემთხვევაში სესხზე საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება; ბ) მომავალში კურსის მერყეობით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად, მოხდეს სესხის გადატანა დოლარიდან ეროვნულ ვალუტაში.ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის აწევა ლარში არსებული სესხების მინიმალურ განაკვეთამდე მოხდება.
ლარში გადაყვანილი გრძელვადიანი იპოთეკური სესხები მიბმული იქნება ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე.
სესხის პროლონგაციის დროს გამოიყენება იგივე უზრუნველყოფა და დამატებითი უზრუნველყოფა არ მოითხოვება.
„თიბისი ბანკის“ მომხმარებლებმა შეღავათების მისაღებად უნდა მიმართონ ბანკის ფილიალებს და თავიანთ საკრედიტო ექსპერტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics