16:11 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 10:00:04, 334 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუმინეთის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერს რუმინელი კოლეგა, ვიქტორ პონტა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები. საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე რუმინეთის სენატის პრეზიდენტს, კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს და დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ვალერიუ სტეფან ზგონეას შეხვდება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics