|
2016-06-02 16:45:31, 1241 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია
თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბუნდესტაგმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რომლის თანახმადაც 1915-16 წლებში განვითარებული მოვლენები სომეხთა გენოციდადაა შეფასებული. როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს, დეპუტატებმა რეზოლუცია თურქეთის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად მიიღეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა დღეს განაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა ბერლინისა და ანკარას „მეგობრობის ტესტი“ იქნება. მან ასევე მოუწოდა გერმანელ დეპუტატებს, არარაციონალურ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვათ. ილდირიმის თქმით, ეს გერმანიიის მხრიდან "ისტორიული შეცდომაა". თურქული მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ცნობისთვის, 20 ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, რუსეთმა და ვატიკანმა გენოციდი აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)