03:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 12:14:10, 1126 ნახვა

მსოფლიო
სირიის ბლოკირებულ ქალაქ დერაიაში 2012 წლის ნოემრბის შემდეგ პირველად ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს

სირიის ბლოკირებულ ქალაქ დერაიაში 2012 წლის ნოემრბის შემდეგ პირველად ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს, - ამის BBC წითელ ჯვარზე დაყრდნობით იუწყება.

დამასკოს მახლობლად მდებარე ქალაქი სამთავრობო ძალების მიერ ალყაშია მოქცეული. ჰუმანიტარულმა კონვოიმ ქალაქში ვაქცინები, მედიკამენტები და ბავშვთა კვება ჩაიტანა.

დერაიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შედეგად გახდა შესაძლებელი. ზავის პირობები ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა დაპირისპირებულ მხარეებთან შეათანხმეს.

გავლენიანი ბრიტანული ტელეკომპანიის ცნობითვე, დერაიას მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია საკვების, სასმელი წყლისა და წამლების მწვავე უკმარისობას განიცდის. ქალაქში სამი წელია არ არის ელექტროენერგია. გაერო-ს მონაცემებით ალყაში მოქცეულ ქალაქში დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი რჩება.

აპრილის ბოლოს გაერო-ს წარმომადგენლებმა ჰუმანიტარულ საკითხებში დერაიაში შექმნილ ვითარებას “საშინელი” უწოდეს. მაისში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის კოორდინატორმა იან ეგელანდმა განაცხადა, რომ დერაიასა და მუადამიაში მცხოვრები ბავშვები შესაძლოა, უახლოეს დროში დაიღუპონ, თუ მათ დროულ დახმარებას არ აღმოუჩენენ.

მაისში ჰუმანიტარული კონვოი დერაიაში ვერ ჩავიდა იმის მიუხედავად, რომ მისი მარშრუტი კონფლიქტის მხარეებთან შეთანხმებული იყო.

გაერო-ს მონაცემებით 4,5 მილიონი სირიელი რთულად მისადგომ რაიონებში ცხოვრობს, აქედან დაახლოებით 400 ათასი ადამიანიალყის პირობებში იმყოფება 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics